ცხრილი
|
| გუნდი |
თ |
მ |
ფ |
წ |
გატ |
გაშ |
ქ |
| roni- porto |
13 |
11 |
1 |
1 |
34 |
15 |
34 |
| xinkala-- liverpul |
18 |
9 |
2 |
7 |
45 |
43 |
29 |
| levani-- ac milan |
18 |
8 |
1 |
9 |
40 |
36 |
25 |
| barezi - juve |
12 |
6 |
4 |
2 |
24 |
16 |
22 |
| nishni - inter |
12 |
6 |
2 |
4 |
19 |
21 |
20 |
| soledo-- MU |
11 |
5 |
3 |
3 |
17 |
17 |
18 |
| qartvela - real |
12 |
4 |
4 |
4 |
24 |
24 |
16 |
| shavgu - barca |
7 |
4 |
1 |
2 |
13 |
10 |
13 |
| ali- totenham |
11 |
4 |
0 |
7 |
20 |
36 |
12 |
| sandro-- chelsi |
18 |
0 |
0 |
18 |
0 |
18 |
0 |
| კალენდარი |
დღეს
| 09-09-2010 |
| დღეს მატჩები არ იმართება |
სიახლეების კალენდარი
| << |
სექტემბერი 2010 |
>> |
| |
|
|
1 |
2 |
3 |
4 |
| 5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
| 12 |
13 |
14 |
15 |
16 |
17 |
18 |
| 19 |
20 |
21 |
22 |
23 |
24 |
25 |
| 26 |
27 |
28 |
29 |
30 |
|
|
|
| შვარცერი არსენალს უახლოვდება |
| 14.08.2010 |

უკვე 2 თვეზე მეტია რაც ლაპარაკობენ 37 წლის ავსტრალიელი მეკარის მარკ შვარცერის ტრანსფერის თაობაზე.არსენ ვენგერს სურს მარკი არსენალის შემადგენლობაში იხილოს.მისი თქმით იგი ესაუბრა ფულჰემის ახალ მწვრთნელს მარკ ჰიუზს და საუბრის შემდეგ მან არ გაანცხადა,თუ რაზე ისაუბრეს მათ.მისი თქმით მას კიდევ შეუძლია რამოდენიმე წელი არსენალში ითამაშოს და მან დასძინა,რომ იგი მოხარულია არსენალის დაინტერესებით და განაცხადა,რომ რომელი ფეხბურთელი არ ისურვებდა ისეთ დიდ კლუბში თამაშს როგორიც არსენალია. მარკ შვარცერის პროფესიონალური კარიერა 1990 წელს დაიწყო.იგი 1990-94 წლებში მარკონში გამოდიოდა შემდეგ ერთი სეზონი 1994-95 დინამო დრეზდენში ასპარეზობდა შემდეგ იყო 1995-96 წლებში კაიზერსლაუტერნი შემდეგ ისევ ერთი სეზონი ანუ 1996-97 წლებში ბრედფორდ სითიში ასპარეზობდა შემდეგ კი იყო კლუბი რომელშიც 11 წელი იასპარეზა ეს იყო მიდლსბრო 1997-2008. 2008 წლიდან კი ფულჰემის ღირსებას იცავს.ასევე იგი ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 1993 წლიდან იცავს. |
| |
| ბალოტელი “სიტის” ფეხბურთელია |
| 14.08.2010 |
 როგორც იქნა, მარიო ბალოტელის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლასთან დაკავშირებული საგა დასრულდა – მილანის “ინტერის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ოფიციალურად “გაქალაქელდა”. აღნიშნული ინფორმაცია “სიტის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე დაადასტურა. სატრანსფერო თანხა ოფიციალურად არ ხმაურდება. ინგლისური გამოცემების ცნობით, მანჩსეტერელებს 20 წლის ფეხბურთელის შეძენა 24 მილიონი ევრო დაუჯდათ. თავისი ყოფილი კლუბიდან ფეხბურთელის გადაბირების შემდეგ კომენტარი გააკეთა “სიტის” დამრიგებელმა, რობერტო მანჩინიმ: “ვფიქრობ, მარიო თავის ასაკში ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ იგი ჩვენთან იმუშავებს. მისი სათამაშო სტილი ინგლისურ ფეხბურთს მიესადაგება, ხოლო ასაკი ბალოტელის კვლავ პროგრესირების საშუალებას აძლევს”. ჭირვეული ხასიათის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება დღეს საღამოს გაიარა და ახალ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. |
| |
| ტევესმა მარადონა დაიცვა |
| 12.08.2010 |
 არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გამოცემა Ole-სთან საუბრისას თავისი ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა სასტიკად გააკრიტიკა. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გრონდონამ ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა მოატყუა. “დონ ხულიო დაპირდა მარადონას, რომ პოსტზე დატოვებდა. მზად ვარ ეს მას პირადად გავახსენო. არ აქვს მნიშვნელობა, ამის შემდეგ კვლავ გამომიძახებენ ნაკრების რიგებში თუ აღარ ჩამთვლიან საჭიროდ. ჩემი ქვეყნის მაისურით მინდორზე გასვლა პირადად ჩემთვისაც და ყველა თანაგუნდელისთვისაც უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ის, რაც არგენტინის ფეხბურთის ასოციაციაში ხდება, ყველაფრის ხალისს გვიკარგავს” – განაცხადა ტევესმა. |
| |
| რივალდო “მალიორკას” უახლოვდება |
| 12.08.2010 |
 დიდი შანსია, 38 წლის რივალდო ესპანეთში დაბრუნდეს, კერძოდ კი, “მალიორკაში”. ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა - ერთ დროს მრისხანე ბრაზილიელი შემტევი “მალიორკას” შეფებთან საუბრისას უნახავთ, დღეს კი გაირკვა, რომ რივალდო ხელფასად წლიურ 2 მილიონ ევროს ითხოვს ბალეარული კლუბისგან. ვიტორ ბორბა პერეირას (რივალდო) წინადადებამ “მალიორკა” ცოტა დააფრთხო, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და გეცოდინებათ, სწორედ ამიტომაც არ დაუშვეს ევროპის ლიგის გათამაშებაზე. თუმცა AS-ი იმედოვნებს, რომ მხარეებს მოლაპარაკების წარმატებით დასრულება არ გაუჭირდებათ. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი რივალდო, ბოლო ორი წელია, უზბეკეთის “ბუნიოდკორში” თამაშობს და 61 მატჩში 37 გოლიც გაიტანა. ბრაზილიელი უზბეკეთში წლიურად იმხელა ხელფასს იღებს, 2 მილიონი ევრო სასაცილოდ მოეჩვენება ადამიანს, მაგრამ როგორც ჩანს, რივალდოს მოსწყინდა შუა აზია და თანაც, მაღალ დონეზე თამაშის ამბიცია კიდევ შერჩენია. შეხსენება რად გინდათ, რივალდოს საუკეთესო წლები სწორედ ესპანეთში აქვს გატარებული. 1997 -2002 წლებში “ბარსელონას” სული და გული იყო. |
| |
| მშობლებმა შვილს ბარსა დაარქვეს |
| 10.08.2010 |

ბელგიელმა წყვილმა თავიანთ პირველ ვაჟს ბარსა დაარქვეს. მშობლები ამბობენ,რომ მათ ეს სახელი ძალიან მოსწონთ. მათი შთაგონების წყარო თურმე ბარსას ჰიმნი ყოფილა. ჰიმნის მისამღერი,რომ გადავთარგმნოთ იგი ასე ჟღერს: "ჩვენ გვაქვს სახელი, რომელიც ყველამ იცის, ბარსა,ბარსა,ბარსა." ასე,რომ მშობლებსაც უნდოდა მათი შვილის სახელი ყველას ცოდნოდა. მშობლებმა ბავშვი უკვე გააწევრიანეს "კამპ ნოუს" კლუბში. ეს არაჩვეულებრივი ოჯახი ბრიუსელიდან 60 კილომეტრის მანძილზე, ქალაქ ნიუვერკერში ცხოვრობს. მისი მამა, უესლი ბექჰემი მომავალი არქიტექტორია, ხოლო დედა, ანიკა მეისი კი ექთანი. ცოლ-ქმარი "ბარსელონას" დიდი გულშემატკივრები არიან. უესლი, ადგილობრივ კლუბ VCT Terkoest Alken-ში თამაშობს, ისიც ფეხბურთელია. ახალგაზრდა წყვილს დიდი იმედი აქვს,რომ როდესაც ბავშვი გაიზრდება მას მოეწონება თავისი სახელი და მიხვდება თუ რატომ დაარქვეს მას ბარსა. დღესდღეობით კი ბარსა, ბექჰემის კლუბის ყველაზე პატარა წევრია. |
| |
| ”ჩელსის”ოზილი აღარ სურს |
| 16.07.2010 |
 |
პრემიერლიგის ჩემპიონები 21 წლის ფეხბურთელით მუნდიალის დროს ინტერესდებოდნენ, თუმცა ოზილი უკვე თითქმის მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელია.მაგრამ, ”ლურჯებს” საკმაოდ ხიბლავთ 23 წლის სამი ჰედირას თამაშიც.ასევე, მუნდიალის დროს ”ლურჯების” ინტერესების სფეროში მოექცნენ:პორტუგალიელი მცველი ფაბიო კოენტრაო და ესპანელი შემტევი პედრო როდრიგესი. .წყარო:www.thesun.co.uk... |
| |
|